სომხეთში, სადაც 4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება, უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
“დავეშვით ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ხვალ შეიკრიბება კონტინენტური მასშტაბის გამოწვევების განსახილველად. უსაფრთხოებიდან ენერგეტიკასა და კავშირგაბმულობამდე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირ-სომხეთის ისტორიაში პირველი სამიტით”, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ერევანში უკვე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სომხეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ქვეყნების ლიდერები.
ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც.