არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ისა და OPEC+-ის ალიანსების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციებს ოფიციალურად 1 მაისს გამოეყოფა. იუწყება Reuters.
OPEC მოიცავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს (მათ შორის ირანს), ვენესუელასა და რამდენიმე აფრიკულ ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოს. OPEC+ კი გაფართოებული ფორმატია. ამ ჩამონათვალს ემატება რუსეთი, ყაზახეთი, ბრაზილია, მექსიკა, სუდანი და სხვა ნავთობის ექსპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
არაბთა გაერთიანებული საამიროები (ОАЭ) მუდმივად შედის მსოფლიოს ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელთა ათეულში. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 6%, ხოლო მისი ექსპორტი მსოფლიო მაჩვენებლის დაახლოებით 8%-ს შეადგენს.
გამოცემა წერს, რომ ამ ხანგრძლივი OPEC-ის წევრის დაკარგვამ შესაძლოა ორგანიზაციაში ქაოსი გამოიწვიოს და მისი ერთიანობა შეასუსტოს. OPEC, როგორც წესი, ცდილობს ერთიანობის დემონსტრირებას, მიუხედავად შიდა უთანხმოებებისა სხვადასხვა საკითხზე გეოპოლიტიკიდან დაწყებული, მოპოვების კვოტებით დამთავრებული.
ეს ნაბიჯი უკავშირდება იმას, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები სხვა არაბული ქვეყნების კრიტიკის ქვეშ მოექცნენ, რადგან მათი აზრით, საამიროებმა საკმარისი არ გააკეთა ქვეყნის დასაცავად ირანის მრავალრიცხოვანი შეტევების დროს ომის პერიოდში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს 1967 წელს შეუერთდა. ორგანიზაცია მსოფლიო ნავთობის 30%-ს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ საამიროები საუდის არაბეთთან და ქუვეითთან ერთად ალიანსის მართვის პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებდა. აქვე შეგახსენებთ, რომ OPEC-ი და OPEC+ ჯერ კიდევ 2019 წელს კატარმა დატოვა. მაშინ ხელისუფლებამ მიზეზად ბუნებრივი აირის წარმოებაზე ფოკუსირების სურვილი დასახელდა.