პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ კვიპროსზე გამართული ევროკავშირის არაფორმალური სამიტი „პირველად ტარდება რუსების გარეშე“. აშკარაა, რომ ამით მან მიანიშნა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანზე, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ სამიტზე გამგზავრებაზე უარი თქვა.
ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"ევროპული საბჭოს სხდომა - წლების განმავლობაში პირველად, დარბაზში რუსები აღარ არიან. ეს დიდი შვებაა", - წერს ტუსკი.