დემოგრაფიულად ყველაზე მძიმე ვითარებაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა დაიბადა დაახლოებით, 38 000 ბავშვი და 10-12 წლის წინ, ეს 60 000-მდე იყო, - ამის შესახებ ისაუბრა ოპოზიციურმა ალიანის მიერ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი წერეთელმა.
ბრიფინგზე ისაუბრეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სისტემურ პრობლემებსა და გამოსავლის გზაზე.
“წარმოიდგინეთ როგორი ვარდნაა და ამის საფუძველი არის სწორედ ის ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში მაშინ, როდესაც ევროპულ დამხარებაზე უარი ითქმება, მაშინ როდესაც ევროპასთან და დასავლეთთან იზოლაცია ხდება, არის მაღალი დონის კორუფცია და ჩვენ ვხედავთ უამრავ ასეთ მაგალითს, რა თქმა უნდა, აქ ძალიან რთულია, ილაპარაკო პრობლემის მოგვარებაზე და პრობლემის მოგვარება არის ცვლილებებში.
სწორედ ამ რეჟიმის, ამ სისტემის მშვიდობიან დემონტაჟში. ამ მხრივ ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მათი ინტერესია სწორედ ეს ცვლილებები. ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, 26 მაისის შეკრებაც უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, რომ ამ სისტემის ხელმძღვანელებმა კარგად გაიგონ ხალხის ხმა, რა უნდა ხალხს და რომ მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას და ალიანსს აქვს ძალიან სწორი ხედვა ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა წერეთელმა.