Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა აზიის წყლებში ირანული დროშის ქვეშ მცურავი სამი ტანკერი დააკავეს და ამჟამად ინდოეთის, მალაიზიისა და შრი-ლანკის სიახლოვეს მდებარე პოზიციებიდან გაჰყავთ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი თითქმის ორი თვის წინ დაიწყეს, გაურკვეველი ზავის ფონზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ნიშნები არ ჩანს.
სრუტის დახურვამ მსოფლიო ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედის მიწოდება შეაფერხა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. ბოლო დღეებში ამერიკულმა სამხედროებმა ირანული სატვირთო გემი და ნავთობტანკერი დააკავეს.
ირანმა კი განაცხადა, რომ ოთხშაბათს ორი გემი დააკავა, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტე-ს გავლით გასვლას ცდილობდნენ, მას შემდეგ რაც მათ და კიდევ ერთ გემს ცეცხლი გაუხსნა — ეს ომის დაწყების შემდეგ პირველი დაკავებებია.
აშშ-ის მიერ დაკაევბული ერთ-ერთი გემი იყო სუპერტანკერი Deep Sea, რომელიც ნაწილობრივ იყო ნავთობით დატვირთული და ბოლოს ერთი კვირის წინ მალაიზიის სანაპიროსთან დაფიქსირდა.
ასევე დაკავებულია შედარებით მცირე ზომის ირანული გემი Sevin, რომლის მაქსიმალური ტევადობა 1 მილიონ ბარელს აღწევს. ხომალდი დატვირთული იყო დაახლოებით 65%-ით. ბოლოს ერთი თვის წინ მალაიზიის სანაპიროსთან დაფიქსირდა.
გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ ერთი სუპერტანკერი Dorena, რომელიც სრულად იყო დატვირთული — დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობით — და ბოლოს სამხრეთ ინდოეთის სანაპიროსთან სამი დღის წინ დაფიქსირდა.