იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის განცხადებას X-ზე გამოეხმაურა
"თავისი ბუნებით, რეჟიმის გულმოდგინე პროპაგანდისტს არ შეუძლია არც თანმიმდევრულობაზე და არც თავისუფლებაზე გაკვეთილების ჩატარება.
მაგრამ ასეთი კარიკატურები ჩვენ კურსს ვერ შეგვაცვლევინებენ.
ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, არავისზე ვართ დამოკიდებული, არ გვყავს პატრონები და არავისგან ვიღებთ ბრძანებებს.
ჩვენი ერთადერთი კომპასი იტალიის ინტერესებია — და სწორედ ამ გზას გავყვებით სიამაყით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრ პროპაგანდისტს აღიზიანებს", - წერს მელონი.
შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიაში რუსეთის ელჩი ალექსეი პარამონოვი დაიბარა, მას შემდეგ რაც რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.
სოლოვიოვმა ერთ-ერთ გადაცემაში იტალიურ ენაზე მელონის „ფაშისტი“, „სერთიფიცირებულ იდიოტი“ და „კახპა“ უწოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ მელონი „სირცხვილია კაცობრიობისთვის“ და რომ „ღალატი მისი მეორე სახელია“.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ მან რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა ოფიციალური პროტესტის გადასაცემად და მელონის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა აღუთქვა.