აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გასამართად მიემგზავრება. იუწყება BBC.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები ისლამაბადში ორშაბათ საღამოს ჩავლენ.
ცოტა ხნის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს დაუდასტურა, რომ დელეგაციაში ასევე იქნებიან ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც წინა მოლაპარაკებებზეც ესწრებოდნენ.
ირანის მხრიდან მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებიათ. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ ვიდრე აშშ-ის ბლოკადა ძალაში დარჩება.
ბოლო მოლაპარაკებები დაახლოებით 21 საათს გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა — შეერთებული შტატები და ირანი კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან ძირითად საკითხებში, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.