აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან შესაძლო მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, სავარაუდოდ, ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს
ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„სავარაუდოდ, ვენსი უხელმძღვანელებს ]ამერიკულ დელეგაციას] ირანის ოფიციალურ პირებთან შესაძლო მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე“, - განაცხადა წყარომ.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკის ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებამდე უკვე მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ ასევე მიიღებენ მონაწილეობას შესაძლო მეორე შეხვედრაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს.