აშშ და ირანი აქტიურად განიხილავენ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების საკითხს,
ამის შესახებ Associated Press ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ჩატარების ადგილი და დრო ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის, ის შესაძლოა ხუთშაბათს გაიმართოს“, წერს გამოცემა.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ახალი შეხვედრა, შესაძლოა კვლავ პაკისტანის დედაქალაქში გაიმართოს. თუმცა შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებები ჟენევაშიც გაიმართოს.
მანამდე გამოცემა Atlantic-ის ჟურნალისტმა არაშ აზიზიმ, თეირანში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა:
„ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხუთშაბათს ისლამაბადში გაიმართება“.