აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპ ლეო XIV-ს ბოდიშს არ მოუხდის. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომის პაპი „ძალიან სუსტია დანაშაულთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“ და მისივე თქმით, „უბრალოდ პასუხობს“ პაპის კრიტიკას.
„არაფერი მაქვს საბოდიშო, რადგან ის არის არასწორი“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც ამბობს, რომ ბირთვული იარაღის ფლობა ნორმალურია… ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არ ღირს თამაში ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ცდილობს ბირთვული იარაღის მიღებას, რათა მსოფლიო გაანადგუროს… მე არ ვარ პაპ ლეოს მხარდამჭერი....
პაპი ლეო სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში“, - დაწერა ტრამპმა. მან ასევე დაამატა, რომ არ სურს პაპი, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს, რომ ირანს შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ან რომელიც „საშინლად“ აფასებს იმას, რომ ამერიკამ ვენესუელას დაარტყა.
„და მე არ მინდა პაპი, რომელიც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, - დაამატა მან.
როგორც გამოცემა Politico წერს, რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ „ყოვლისშემძლეობის ილუზია“ ამოძრავებს და პოლიტიკურ ლიდერებს დაუყოვნებლივ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„საკმარისია საკუთარი თავისა და ფულის კერპად ქცევა! საკმარისია ძალის დემონსტრირება! საკმარისია ომი!" - განაცხადა პაპმა.