ვულოცავ პეტერ მაგიარს და პარტია "ტისას" დამაჯერებელ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა იმარჯვებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს..
"უკრაინა ყოველთვის ცდილობდა კარგი მეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას ყველა ევროპულ ქვეყანასთან და ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ“, - წერს ზელენსკი.