ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა .
ეს ნაბიჯი ირანთან შეთანხმებული არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ომის დაწყების შემდეგ ამერიკული სამხედრო ხომალდები სრუტეს კვეთენ.
გამოცემის წყაროების თქმით, ოპერაციის მიზანი იყო კომერციული გემებისთვის სრუტის უსაფრთხოდ გადაკვეთის მიმართ ნდობის გაზრდა. ოპერაცია ასევე დაემთხვა ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ისლამაბადში.
„ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო წყლებში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას,“ — განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა სრუტე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, სპარსეთის ყურის მიმართულებით გადაკვეთეს, შემდეგ კი ისევ სრუტის გავლით დაბრუნდნენ არაბეთის ზღვაში.
სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლებამ ეს გადაადგილება ზავის დარღვევად შეაფასა და ხომალდებზე თავდასხმით დაიმუქრა.
ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ამერიკულ მხარეს მსგავსი გაფრთხილება არ მიუღია.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპამ სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა, რომ საფრთხე, თითქოს რომელიმე გემი შეიძლება ზღვის ნაღმს „შეეჯახოს“, ერთადერთი გზაა, რომლითაც ირანი ცდილობს ამერიკელების დაშინებას, რათა მათ სრუტე არ გადაკვეთონ.