დღეს რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევებზე, ჩვენი საპასუხო მოქმედების პარამეტრები განვსაზღვრეთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
"დღეს ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი პასუხის პარამეტრები რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევებზე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. უკრაინა დაიცავს ცეცხლის შეწყვეტას და იგივე ფორმით ზუსტად უპასუხებს.
ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე თუ რუსული დარტყმები არ იქნება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პასუხი ჩვენგანაც არ იქნება
უკრაინის არმია მზად არის ფრონტის ხაზზე ნებისმიერი განვითარებისათვის. უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღდგომა უნდა იყოს სიჩუმისა და უსაფრთხოების დრო. სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა ასევე შეიძლება გახდეს რეალური ნაბიჯის დასაწყისი მშვიდობისკენ - ჩვენი მხრიდან შესაბამისი წინადადება უკვე გაკეთებულია.
მე განვიხილე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან უკრაინული დანაყოფების მოქმედების პროცედურები ცეცხლის შეწყვეტის პირობებში. ასევე გადაეცა ინფორმაცია ჩვენი ქმედებების სიმეტრიულობის შესახებ და აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო გაგრძელების შესახებ რუსეთის მხარეს", - წერს ზელენსკი.