უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინი მიერ გამოცხადებულ სააღდგომო ზავზე კომენტარისას განაცხადა, რომ უკრაინა დააკვირდება, სად და როდის ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტა და მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის.
ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალურად განხორციელების შანსი აქვს. უკრაინელები იმსახურებენ დღესასწაულს ტერორის გარეშე. ჩვენ დავაკვირდებით, სად და როდის დაიწყებს მოქმედებას სიჩუმე და მზად ვართ ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი გავცეთ,“ - თქვა სიბიჰამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციაა, რომ საერთოდ არ განახლდეს თავდასხმები, რადგან მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა გზას გაუხსნის რეალურ დიპლომატიას ომის დასასრულებლად, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთი „ვერასოდეს მოიგებს და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს“.
„გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწორი სტრატეგიაა დიპლომატიური ძალისხმევის წინსაწევად, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით", - აღნიშნა სიბიჰამ.