ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, ირანს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, „შური იძიოს“ მისი მოკლული მამისა და ომის დროს დაღუპული ყველა ადამიანის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია მის სახელზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა. იუწყება CNN
ხამენეის თქმით, ირანი ჰორმუზის სრუტის კონტროლს „ახალ ეტაპზე გადაიყვანს“.
მისი თქმით, ირანი ომს არ ეძებს, მაგრამ თავის უფლებებს არ დათმობს, "და ამ მხრივ წინააღმდეგობის მთლიან ფრონტს ერთიანად განვიხილავთ".
„ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, ასევე ამ ომის დროს დაღუპულთა სისხლის ფასის გადახდას და დაჭრილთა კომპენსაციას,“ - ნათქვამია განცხადებაში.