გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უარყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის მტკიცება, რომ ევროკავშირი ერევა უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში.
ის ფაქტი, რომ ვენსი უნგრეთს „არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია, თავისთავად მეტყველებს და აჩვენებს იმას, ვინ ერევა პროცესში“, - ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლის პრესსპიკერის სებასტიან ჰილემ განაცხადა
მისი თქმით, უნგრეთში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პატივს სცემს უნგრელი ხალხის არჩევანს.
„უარვყოფთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბრალდებებს, რომელიც უნგრეთში გამართულ ღონისძიებაზე გააჟღერა, ევროკავშირის მხრიდან უნგრეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რადგან ვენსი საუბრობს ევროკავშირის სავარაუდო ჩარევაზე, თავად ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, ვინ ერევა პროცესში“, – განაცხადა ჰილემ.
ვენსის კრიტიკა ასევე გამოთქვეს მართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა.
ვენსი „ორბანის საარჩევნო კამპანიაში მოხალისე თანაშემწედ მუშაობდა“, - პარტიის წარმომადგენელმა, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ.
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა „აქტიურად ერევა ევროპის შიდა არჩევნებში“ - და ეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, „რომელიც არა ევროკავშირის, არამედ მოსკოვის მხარეს არის“. ეს „აბსოლუტურად მიუღებელია“,- განაცხადა ვიზემ.