უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე, ანექსირებულ ფეოდოსიაში ნავთობის საცავს დაარტყა.
ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ ფეოდოსიის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ნავთობაბზაზე შეტევა გასულ ღამეს განხორციელდა. დარტყმის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ფეოდოსიის პრორუსულმა არხებმა განაცხადეს, რომ „არსებული ვითარების“ გამო, ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები გადაკეტილია.