ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას, ჩვენი ხელები კვლავ სასხლეტზეა და მტრის მხრიდან მცირედ შეცდომასაც კი სრული ძალით ვუპასუხებთ - ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ომში ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პარასკევიდან ისლამაბადში დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. ჩვენი ხელები კვლავ სასხლეტზეა, და თუ მტრის მხრიდან მცირედი შეცდომაც კი მოხდება, მას სრული ძალით ვუპასუხებთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.