პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ახლო არმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, ორი კვირით შეაჩერონ ცეცხლი, რათა „დიპლომატიამ შეძლოს ომის საბოლოო დასრულების მიღწევა“.
მან ასევე სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ირანისთვის დაწესებული ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს და ამ ორი კვირის განმავლობაში ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ გახსნას.
პაკისტანი, ეგვიპტესთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა სტაბილურად, ძლიერად და ეფექტურად ვითარდება და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის პოტენციალი აქვს,“ — დაწერა შარიფმა X-ზე და აშშ-ისა და ირანის ოფიციალური პირები და მომლაპარაკებლები მონიშნა.