ირანის პარლამენტის სპიკერის მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უგუნურ ნაბიჯებს „ყველა ოჯახი ჯოჯოხეთში შეჰყავს“.
„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს. არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მიაღწევთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, – აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ის აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი "სახიფათო თამაშის დასრულებაა" .
"არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მოიგებთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ახალი ვადა დაუწესა. "სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8:00 საათზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
უფრო ადრემ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას განიხილავს.