სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის, ასევე მოლაპარაკებების პროცესისა და უკრაინაში ეკლესიის განვითარების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინელი ბავშვების ბედი და ის, თუ რა გადაიტანეს მათ რუსული აგრესიის გამო.
მადლობას ვუხდი მის ყოვლადუწმინდესობას მხარდაჭერისა და უკრაინის, უკრაინელებისა და ჩვენი შვილებისთვის მუდმივი ლოცვისთვის.
მე მის უწმინდესობას მივაწოდე ინფორმაცია ღირსეული მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ ეკლესიის განვითარება უკრაინაში,“ - წერს ზელენსკი
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მან პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინაში მიიწვია.
„რათა სულიერი მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენს ხალხს ამ მნიშვნელოვან წელს ყველა ჩვენგანისთვის, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ