ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადება, რადგან ახლა მშვიდობიანი დროების იმედი უშედეგოა.
1-ელ აპრილს ლუკაშენკამ გამართა შეხვედრა შეიარაღებული ძალების კომპლექსური მიმოხილვის შედეგების შესაჯამებლად, რომელსაც დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურე დაესწრო, მათ შორის უმაღლესი რანგის სამხედრი.
მან განაცხადა, რომ სურდა, სამხედროები ბრძოლისთვის მზად იყვნენ, რადგან ომის შემთხვევაში მათი შეეშინდებათ და ბელარუსში ვერავინ შევა,
„მშვიდობიანობის დრო არ არის. ჩვენ ომისთვის ვემზადებით.
და ამ აუდიტორიაში, და არა მხოლოდ ამ აუდიტორიასი, ხალხმა უნდა გაიგოს: ჩვენ ომის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. განსაკუთრებით ჩვენი ოფიცრები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი შეიარაღებული ძალები. რადგან ჩვენ ვიცით, რა არის ომი“, - თქვა ლუკაშენკამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსს ომი არ სურს, „თუმცა არმია სწორედ ამისთვის არის შექმნილი“.
„თუ მოულოდნელად ვინმე გადაწყვეტს ჩვენთან საუბარს და იარაღის სამიზნეების მეშვეობით შემოგვხედავს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.