ხოშტარია და მსგავსი ადამიანები ჰელსინკის კომისიის პირადი პატიმრები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუშვილს დაუსვეს კითხვა: ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალადობას ეჭვს ქვეშ აყენებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ, უბიძგებენ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ სხვადასხვა განცხადებები გამოაცხონ.
„ჰელსინკის კომისიას სურს, რომ იმ შედეგების კაპიტალიზება მოახდინოს, რისთვისაც მიჰყავდათ ელენე ხოშტარია დანაშაულზე, რისთვისაც ჩატოვეს ის ციხეში, არ გადაახდევინეს გირაო, რისთვისაც ჰყავთ, ზოგადად, ხალხი პატიმრობაში. შემდგომში განცხადებები რომ გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. ხოშტარია და მსგავსი ადამიანები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების პირადი პატიმრები არიან. მათ აქეზებდნენ, რათა შემდგომ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები აკეთონ. ამით თავად არაფერი აკლდებათ, არანაირი ზიანი არ ადგებათ, მაგრამ ქართველებს, ისევ ჩვენს მოქალაქეებს იყენებენ, უბიძგებენ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ სხვადასხვა განცხადება გამოაცხონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა განცახდება, რომელშიც ნათქვამია:
„ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებსელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, საპატიმრო სასჯელი, ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებისთვის“ იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს „რუსული ოცნება“ მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის“ ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელის – 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის – წინაშე დგანან“.