აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 26 მარტს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პროგრესი მიღწეულია“.
რუბიოს განცხადება საფრანგეთში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე გააჯეთა. იუწყება CNN
რუბიოს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებდა აშშ მოლაპარაკებებს.
„არსებობენ შუამავალი ქვეყნები, რომლებიც გადასცემენ შეტყობინებებს და პროგრესი მიღწეულია - გარკვეული კონკრეტული პროგრესი მიღწეულია“, - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებები „ხანგრძლივი და ცვალებადი პროცესია“.
მედიის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ირანთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდს მომავალ შაბათ-კვირას, 28-29 მარტს გამართავს.
პაკისტანის შუამავლობით, ირანს გადაეცა „15-პუნქტიანი სია“, რომელიც არსებითად ვაშინგტონის მოთხოვნებს წარმოადგენს.
ის შეიცავს მოთხოვნებს ირანის მფლობელობაში არსებული იარაღის შეზღუდვისა და რეგიონში მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. ირანისგან ასევე მოითხოვენ, შეეგუოს ისრაელის სახელმწიფოს არსებობას.
რამდენიმე ირანულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ირანელ ანონიმურ მაღალი თანამდებობის პირის კომენტარი, რომ ირანი არ მიიღებს ტრამპის „15-პუნქტს“ და გადაწყვეტილი აქვს თავად განსაზღვროს, როდის და რა პირობებში დაასრულებს ომს.