აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ომში „ყველა ვარიანტს მაგიდაზე ტოვებს“.
„ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო“, – აღნიშნა ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში,
მან უპასუხა შეკითხვას შესაძლებელია, თუ არა აშშ-ის ჯარების განთავსება ირანის ხარგის კუნძულზე, ბესენტმა უპასუხა, რომ აშშ-მა კუნძულზე ძალიან წარმატებული კამპანია ჩაატარა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ყველა ვარიანტია მაგიდაზე“.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპს ირანთან ომში „ძალიან მკაფიო მიზნები“ აქვს, კერძოდ, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალების, მისი სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება. ის დასძენს, რომ აშშ ასევე უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.