სარფში ქალი საფლავზე დამარხული იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, ცხედარი არსებული საფლავის ზედაპირზე იყო დამარხული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.
მკვლელობა, სავარაუდოდ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, როგორც სავარაუდო ბრალდებული კაცი, ასევე მოკლული ქალი თურქეთის მოქალაქეები არიან.