ბერა ივანიშვილი "ტვ პირველსა" და "ფორმულას" ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა, დავით ასათიანმა უკვე შეიტანა.
"ბერა ივანიშვილის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა - ცილისმწამებლური, დიფამაციური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხეები არიან "ტვ პირველი" და "ფორმულა". სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებულია, მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.
მთლიანად სიუჟეტი ვრცელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელდა გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას - კრიმინალურ გარჩევებთან ბერა ივანიშვილის რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ". - განუცხადა მედიას ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.