ტანკერზე, რომელიც ერაყის წყლებში ირანმა დაბომბა 23 ქართველი იმყოფებოდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ერთ-ერთმა მეზღვაურის ცოლმა განუცხადა. მათივე ცნობით, ქართველი მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.
"მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები" , უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაური ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Zefyros-ს, სავარაუდოდ, ირანული საწვავი გადაჰქონდა.