იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12 მარტის ღამეს, ერაყის ქურთისტანში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზაზე რაკეტებით დაიბომბა.
„რაკეტა ერბილში ჩვენს ბაზას მოხვდა. იტალიელ პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, - წერს იტალიის თავდაცვის უწყება X-ზე.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაწერა, რომ ჯარისკაცები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ერბილში იტალიურ ბაზაზე თავდასხმას“, - წერს ტაიანი.