ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
„ჩვენ ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ. კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ხედავთ, რა ხდება საქართველოში, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ მათ თავიანთი ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს და რომ ევროკავშირია ის, ვინც უნდა ადაპტირდეს.
მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომლებიც დემოკრატიას და თავისუფლებას აფასებენ, ჩვენ თქვენზე უარს არ ვამბობთ,“ – განაცხადა მარტა კოსმა.