სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინსიტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი იმყოფებიან. ისინი ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევენ.
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.
ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც. როგორც გაირკვა, ის საქართველოში არ იმყოფება.