ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს რეგიონის სხვა ქვეყნებზე განურჩეველი თავდასხმებით.
„ირანი ომის ექსპორტიორია“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან ერთად ციურიხში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რეჟიმი ახლა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. როგორც წესი, რეჟიმები შიგნიდან ინგრევა და არა გარედან. ირანი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ირანელ ხალხს აქვს შანსი, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ ვეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად, რომ ის უფრო შორს არ წავიდეს, რადგან რეგიონს კიდევ ერთი ომი არ სჭირდება,“ - თქვა მან.