აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ირანზე ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის და შემდეგი ეტაპი ამ ქვეყნისთვის უფრო მძიმე იქნება.
„ამერიკის სამხედრო ძალების ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგი ეტაპი ირანისთვის კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ახლაა. რამდენ ხანი დასჭირდება ამას? არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება. ჩვენ გვაქვს მიზნები. ამას მანამდე გავაკეთებთ, ვიდრე მათ მისაღწევად საჭირო იქნება,“ - განაცხადა რუბიომ.
მან აღნიშნა, რომ ამერიკის ოპერაციის მიზანია ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებისა და მათი წარმოების უნარის განადგურება, ასევე იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელსაც მათი ფლოტი გლობალური გადაზიდვებისთვის ქმნის.