პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი კიევში 24 თებერვალს დილით ჩავიდა.
„მოგესალმებით კიევიდან... ეს [რუსეთის] გამარჯვების აღლუმი უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, კიევი უკვე ოთხი წელია თავს იცავს,“ - ამბობს სოკორსკი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიკორსკის უკრაინის დედაქალაქში ვიზიტს „უკრაინისა და მისი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოხატულება, ასევე პოლონეთის მხარდაჭერის დადასტურება“ უწოდა.