დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფედერალურ რეესტრშია გამოქვეყნებული.
შესაბამისი განკარგულება, რომელიც ძალაში 20 თებერვალს შედის, რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომლებიც ამერიკელი პრეზიდენტების მიერ შემოღებული იყო 2014, 2018 და 2022 წლებში.
თავდაპირველად სანქციები დაეკისრათ მათ, ვინც ხელი შეუწყო რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. სანქციების სია შემდგომში რამდენჯერმე განახლდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.
რუსეთის მოქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც აღმასრულებელ ბრძანებებშია ხაზგასმული, აგრძელებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაორდინალური საფრთხის შექმნას.. შესაბამისად, აღმასრულებელი ბრძანება 13660-ით გამოცხადებულ ეროვნულ საგანგებო სიტუაციას ერთი წლით ვახანგრძლივებ", - ნათქვამია აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.