ჟენევაში მოლაპარაკებების ძირითადი რაუნდის შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ცალკე შეხვედრა გამართეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, შეხვედრას ორი დელეგაციის ხელმძღვანელები, რუსტემ უმეროვი და ვლადიმირ მედინსკი, ასევე დავით არახამია ესწრებოდნენ.
რუსულ მედიასთან კომენტარში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უკრაინის დელეგაციას შეხვდა.
მოლაპარაკებები დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა, საუბრის თემები უცნობია.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში.