ირანი ისრაელისა და აშშ-ის მიერ დაბომბილი სამხედრო ობიექტების გამაგრებას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გამოცემის ცნობით, თანამგზავრით გადაღებული ფოტოებში ჩანს, რომ ირანი ობიექტებზე ბეტონის საფარი ააგო და მიწით ამოავსო.
ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ ირანმა დალუქა გვირაბების შესასვლელები, რომელიც აშშ-მა დაბომბა გასულ წელს 12-დღიანი ომის დროს. ასევე შეაკეთა კონფლიქტის დროს დაზიანებული სარაკეტო ბაზები.
შეგახსენებთ, გამოცემა Axios-ის ჟურნალისტის, ბარაკ რავიდი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან მასშტაბური ომის დაწყებამდე შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს ქვეყნის მოსახლეობას წარმოუდგენია. წყაროს თქმით, 90%-იანი ალბათობით, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში დაიწყება.