შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვის მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ დაფასოებული 61 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებითმიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.