დაიცავი განათლება! დაიცავი ილიაუნი! - ილიაუნისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
ამასთან, აცხადებენ, რომ სტუდენტები მზად არიან პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საჯარო დისკუსიისთვის.
დღეს, განათლების მინისტრის. გივი მიქანაძის განცხადებით, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც.
ფოტო: პუბლიკა