ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში, ყველაფერ ამის მიზეზი არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს ძალიან მარტივი არჩევანი - ეს ბუტაფორიული კომისია, მილიონერების მიერ დაკომპლექტებული, რომელიც გაუთავებლად ილაპარაკებს ღორებზე, საქონელზე და ქათმის ცხოვრების ციკლზე, ან საქართველო ივანიშვილის რეჟიმის და ამ მასხარების გარეშე.
"ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, ის, რომ გაძვირდა ცხოვრება ამ ქვეყანაში. ის, რომ პურის ფასი გაორმაგდა, ის, რომ სახელმწიფო სერვისები არის გაორმაგებული და გასამმაგებული, 200%-ით გაზრდილი, ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში, ყველაფერ ამის მიზეზი არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი! ბიძინა ივანიშვილი აღარიბებს, ბიძინა ივანიშვილი უმატებს ფასებს, ბიძინა ივანიშვილმა დაახრჩო ეს ქვეყანა კორუფციულ ჭაობში, რომელიც ჩვეულებრივი Modus Operandi არის ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 2012 წლიდან 2026 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება 200%-ით გაუძვირდათ!
ქართველ ხალხს აქვს ძალიან მარტივი არჩევანი - ეს ბუტაფორიული კომისია, მილიონერების მიერ დაკომპლექტებული, რომელიც გაუთავებლად ილაპარაკებს ღორებზე, საქონელზე და ქათმის ცხოვრების ციკლზე, ან საქართველო ივანიშვილის რეჟიმის და ამ მასხარების გარეშე", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.