რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესაძლო დაწესება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა, აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე გააკეთა.
ბესენტი, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად, ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომელიც 31 იანვარს მაიამიში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა.
როგორც Reuters-მა 5 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, აშშ-ის ხაზინის მდივანმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს შორის რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ზომები დაასახელა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპს 2025 წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მსგავსი სანქციები ჯერ არ დაუწესებია.
„ამ შესაძლებლობას განვიხილავ. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - თქვა ბესენტმა.
ამავდროულად, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის სანქციებმა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ხელი შეუწყო მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას.