ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად, აშშ ნატო-ს მეშვეობით გააგრძელებს კიევისთვის იარაღის, მათ შორის შეტევითი იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
„რამდენი დროც დასჭირდება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. იმდენ ხანს გავაგრძელებთ ჩვენი იარაღის ნატო-ს მოკავშირეებისთვის მიყიდვას, შემდეგ კი ისინი მიაწვდიან მას უკრაინას, რათა მათ [კიევს] პირველ რიგში ჰქონდეთ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები და მეორეც, ჰქონდეთ შეტევითი იარაღი, რომელიც მათ ბრძოლის გაგრძელებაში დაეხმარება“, - განაცხადა უიტეკერმა ტელეარხ Newsmax-ის ეთერში.