დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, უმრავლესობის დეპუტატს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობისას გააუქმა პოლიციის აკადემია, მისი უფროსი გივი მიქანაძე კი გაათავისუფლა.
როგორც ხვედელიანმა განაცხადა, სჯობს განცხადებების გაკეთებისას დეპუტატებმა ინფორმაცია გადაამოწმონ.
„მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.