შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში წლის მთავარი მუსიკალური პრემიის, "გრემის" 68-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ჟიურის წლის ალბომად პუერტო-რიკოელი რეპერის Bad Bunny-ს ალბომი Debi Tirar Mas Fotos დაასახელა. რეპერმა მოიპოვა ასევე ჯილდო "საუკეთესო ურბანული ალბომისთვის".
ალბომი Debi Tirar Mas Fotos პუერტო-რიკოს მუსიკის სხვადასხვა ელემენტს მოიცავს და კუნძულზე არსებულ აქტუალურ საკითხებს ეხება. ყველა სიმღერა ესპანურ ენაზეა შესრულებული.
გასული წელს, "გრემი" მთავარი ჯილდო (წლის ალბომი) მოიპოვა ბიონსემ ქანთი ალბომით Cowboy Carter.
საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში გაიმარჯვა რეპერ კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ჰიტმა Luther. კენდრიკ ლამარმა GNX-თან ერთად ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში. ეს ჯილდოები მისი კარიერის 26-ე და 27-ე გრემი იყო, რაც მას გრემის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან რეპერად აქცევს.
კენდრიკ ლამარი
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა ლედი გაგამ ალბომით MAYHEM.
წლის სიმღერად დასახელდა ბილი აილიშის Wildflower.
საუკეთესო ახალბედა შემსრულებლად ბრიტანელი ოლივია დინი დასახელდა.
ოლივია დინი
ლოლა იანგმა საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ჯილდო მოიპოვა სიმღერისთვის "Messy", ხოლო Doechii-ს სიმღერა "Anxiety" წლის მუსიკალურ ვიდეოდ დასახელდა.