სინამდვილეში, დღეს ვაბრუნებთ იმ იდეას, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი დიდი ქართული უნივერსიტეტის გარშემო, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის თანახამდ, იგეგმება თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება.
"სხვათა შორის, ასე ჩაიფიქრა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააარსა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათ შორის, ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი დააარსა. მას არ დასცალდა, თორემ მისი იდეა სწორედ იყო ერთი დიდი უნივერსიტეტი და სწორედ ასეთმა ბოლშევიკური აზროვნების ხალხმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე. ჩვენ, სინამდვილეში, დღეს ვაბრუნებთ იმ იდეას, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი დიდი ქართული უნივერსიტეტის გარშემო", - თქვა პაპუაშვილმა.