აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, დონბასის მომავალი სტატუსის საკითხს სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპი უწოდა, რომლის გადაწყვეტასთანაც მხარეები ჯერ კიდევ ახლოს არ არიან. იუწყება CNN
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, დიპლომატები ამჟამად ცდილობენ კიევისა და მოსკოვის პოზიციებს შორის საერთო ენის გამონახვას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი შეზღუდულია.
„ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მიმდინარეობს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარის შეხედულებების შეჯერება.
ეს ჯერ კიდევ ხიდია, რომელიც არ გადაგვიკვეთავს“, - განუცხადა მან კონგრესმენებს.
„ეს ჯერ კიდევ უთანხმოების საგანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოვახერხეთ მისი ერთ ცენტრალურ საკითხამდე შეზღუდვა და ეს, ალბათ, ძალიან რთული საკითხი იქნება, მაგრამ ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ამაზე“, - დასძინა მან.
რუბიომ აღიარა, რომ უკრაინისთვის პოლიტიკური სირთულეები იყო „ტერიტორიების შეცვლის იდეის“ განხილვაც კი.
„რუსეთის შემთხვევაში, ისინი ორწელიწად-ნახევარია ეუბნებიან თავიანთ მოქალაქეებს, რომ ამ ომს დიდი უპირატესობით იგებენ.
ამიტომ ხალხს გაუკვირდება, რატომ ვთმობთ ტერიტორიებს, თუ ასე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ?“ - თქვა რუბიომ.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან „დღეში, ალბათ, 10-ჯერ“ კონტაქტზეა.