აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, მარია კორინა მაჩადოს, თეთრ სახლში ხუთშაბათს, 15 იანვარს უმასპინძლებს. ამის შესახებ CNN იუწყება.
მაჩადოს ვაშინგტონში ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც პრეზიდენტმა უარი თქვა მის მხარდაჭერაზე კარაკასში აშშ-ის ოპერაციისა და ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, რის შემდეგაც ქვეყნის დროებით ლიდერად ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა.
3 იანვრის ოპერაციიდან მალევე, ტრამპმა განაცხადა, რომ მაჩადოს ვენესუელას მართვა გაუჭირდება, რადგან მას ხალხის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.