ვენესუელის ხელისუფლებამ ორი იტალიელი პატიმარი გაათავისუფლა. ამის შესახებიტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
მელონის თქმით, გათავისუფლებულები არიან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ალბერტ ტრენტინი და ბიზნესმენი მარიო ბურლა.
ისინი ამჟამად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, იტალიის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებიან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ის უკვე ესაუბრა გათავისუფლებულებს და სიხარული გამოთქვა მათი გათავისუფლების გამო.
მელონის თქმით, იტალიის მთავრობა 400 დღეზე მეტი მუშაობდა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
მელონიმ მადლობა გადაუხადა ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესს მის მიერ გამოვლენილი „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“.