აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შეხვდება.
ჟურნლისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ გრენლანდიის დაკავებას, რუბიომ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
"გრენლანდიის მომავალი მომდევნო კვირას გადაწყდება. პრეზიდენტ ტრამპს კუნძულის ყიდვა სურს, ამიტომ დანიასთან მოლაპარაკებები დაიწყება" , - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.