უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარიზში მოლაპარაკებებზე კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს.
"ვაგრძელებთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს პარიზში, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი მშვიდობის მიღწევას და ჩვენი სახელმწიფოსთვის საიმედო გარანტიების უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე ამ დისკუსიების ყველა დეტალის საჯაროდ გამოქვეყნება შეუძლებელია; თუმცა, კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს და მუშაობა გრძელდება.
უკრაინის ეროვნული ინტერესები დაცული იქნება", - წერს კირილო ბუდანოვი.